Yolanda Be Cool & DCUP - We No Speak Americano (Remixes)გიდეონის ქალიშვილი / GideonStay Cool [2009 / ENG / DVDRip]Camp Rock 2: The Final Jam [DVDRip/Rus/2010]The Experiment [BDRip/Rus/2010]დათა თუთაშხია (1964/Geo)FIGHT CLUB (DVDRip/RUS)1 ნათელი დღე (trailer)Naruto Shippuden /ნარუტო: ქარიშხლოვანი ქრონიკები (HDTVRip)Kick-Ass [BDRip/RUS/2010]Iron Man 2 (2010/RUS/HDRip)ელემენტები / Into My Heart (1998) VHSRipIron Man 2 [DVDRip/Rus/2010]ამერიკელი / The American (2010) CAMRipCamp Rock 2: The Final Jam (2010/ENG) DVDRipთანაკლასელები / Grown Ups [DVDRip-AVC/Rus/2010]Tom & Jerry Meet Sherlock Holmes [DVDRip/Rus/2010]21 Grams (2003) DVDRipზამთარი ომის დროს / Oorlogswinter [2008/DVDRip/RUS]მაჩეთე / Machete (2010/CAMRip)The Notebook (2004 / HDRip / RUS) + SOUNDTRACKSMother and Child [2010 / RUS / DVDRip]Cemetery Junction [2010 / RUS / HDRip]ქუჩის ცეკვები / Street Dance 3D (DVDRip) 2010 [RUS/ENG]Total wipeout 3 season full [2009/PDTVRip]ალყა / La Rafle. (2010) HDRip [RUS/FRA]მწერალი მოჩვენება / The Ghost Writer (2010) HDRip [RUS/ENG]ელის კრიდი გაუჩინარება / The Disappearance of Alice Creed (2009) DVDRipThe 62nd Primetime Emmy Awards (2010) HDTVRip [ENG]

  მერი  
 
მერი - OFFLine.Ge


შენ “სკაიპობდი” იმ ღამეს, მერი
მერი, იმ ღამეს “სანეტმა” ჭედა
ჯერ კომპიუტერს ეძახე შტერი
მერე ინტერნეტს აგინე დედა.

აფეთქებული და მოცახცახე
კლავიატურას თითებს აჭერდი
და ამ სმაილის მწუხარე სახე
გევედრებოდა: “გეყო, გაჩერდი”

იწვოდა გაზის ქურაზე კერძი,
იდგა მიმწვარი ხახვის სურნელი
ეს ინტერნეტიც გამოდგა ვერძი,
სიჯიუტისგან განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი,
მერი, ძვირფასო, შენი გინება…
არ გეკადრება, მაგრამ ჰო, ვიცი
უნდა თქვა ის რაც გეთქმევინება…

ჩაირთო… “ჩატში” ვიღაც გიცდიდა,
პოეტურ ხელით სიტყვებს ქარგავდა,
შეყვარებული იყო ის დიდად,
შეხვედრაც გთხოვა, ცუდ კაცს არ გავდა.

სახლიდან გასულს ნიავი, ქარი,
“რუსთაველისკენ” მიგაქანებდა
რომ გეცნო, ხელში ეჭირა ქნარი
და… გული შენი გრძნობას დანებდა.

ბილეთის ყუა შემოგიხიეს
თავი მიადე მხარზე ნატიფი
ჰო, გადალახეთ უკვე ლიხი ეს!
მან ჩაიღიმა, იყო რა ტიპი…

ასე მდუმარედ უცქერდით დიდხანს
ქვეყნის აღსასრულს კინოეკრანზე,
თქვენს წინ ვიღაცა მელოტ თავს იფხანს
თუმც გადარდებდა ახლა ეგ რაზე?

თქვი: “ჩემი ქცევა…არა არ მომწონს
ცუდს გაიფიქრებს, ჩემზე ახია”
და ფილმის შემდეგ როცა დაშორდით,
იმ წუთის მერე არც გინახია…

წვიმდა და წვიმის წვეთები ხშირი,
მღეროდნენ, მათი ხმა იყო მჟღერი,
შენ თხოვდებოდი, ხოლო იმ კაცმა,
ლექსი მოგიძღვნა, უწოდა “მერი”…
 
 
  by z.bad  
# 1 azazelo81 10 March 2010 18:31
 
მაგარი ხოხმაა, ნეტა ვინ დაშვრა ასე? wink
http://www.offline.ge/user/azazelo81/news/
 
 
   
 
# 2 naat 12 March 2010 02:37
 
tanamedroe `meria, verapers ityi.. lol
'Alles is bunt, laut und blinkt,
Stadt voller Affen is voll und stinkt! '
 
 
   
 
# 3 MAMA GORIO 12 March 2010 22:37
 
sakaifoa mit ufro bolo taepebi sagol smile


sakaifoa mit ufro bolo taepebi sagol wink
If I could start my life from scratch
If I could take away the pain of the past
If I had another chance, I would do just that
I'd give anything just to go right back
 
 
   
 
# 4 Kritikosi 31 March 2010 01:23
 
da es aris sakaifo? :D vigacam ragaca wainichiera, yvelferze kargiao ki ar udna dawerot :D Didi LOL
 
 
   
 
# 5 keisar-33 13 April 2010 23:16
 
wink wink wink რა მაგარი იყო ვინ დაწერა უფრ სწორად ვინ გადააკეთა , და 'გამიქსა ' საგოლ იმას
ALL I NEED IS ONE LIFE, ONE TRY, ONE BREATH I'M ONE MAN
WHAT I STAND FOR SPEAKS FOR ITSELF, THEY DON'T UNDERSTAN
NaS
 
 
   
 
Information
 
Members of Guest cannot leave comments.

 
 

            MYTOP.GE Main Page | Site News | Advertisement
OFFLine.Ge © 2008-2009 All Rights Reserved